Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდესაც მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ კრიმინალურ რეჟიმს, ეს ნიშნავს, სრულად იზიარებ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე

მარშალ პრესი 24/10/2024
giorgi zerekidze

„როდესაც მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ დამნაშავე, კრიმინალურ რეჟიმს და პარტიას, ეს ნიშნავს, რომ სრულად იზიარებ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე“-წერს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში. გიორგი ზერეკიძე „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებიდან ფოტოებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „თითოეულმა ადამიანმა, ამ ფოტოზე რომ ჩანან და ტაშს უკრავენ კრიმინალებს, უნდა იცოდეს, რომ მათი დანაშაული სწორედ რომ საპირწონეა იმ კრიმინალის, რასაც მათი ბელადები კადრულობენ“.

მისივე თქმით, ვერავინ გაექცევა საკუთარ პასუხისმგებლობას. „ერთხელ დავწერე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – როდესაც მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ დამნაშავე, კრიმინალურ რეჟიმს და პარტიას, ეს ნიშნავს, რომ სრულად იზიარებ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე და ასევე იმ უბედურებაზე, რასაც ეს პოლიტიკოსები ქვეყანას დაატეხენ თავს.

ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა, აი აქ, ამ ფოტოზე რომ ჩანან და ტაშს უკრავენ კრიმინალებს, უნდა იცოდეს, რომ მათი დანაშაული სწორედ რომ საპირწონეა იმ კრიმინალის, რასაც მათი ბელადები კადრულობენ. ამიტომ, მერე არავის უნდა გაუკვირდეს, თუ პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ მათ მკაცრად და კანონის მთელი სიმკაცრით. ვერავინ ვერსად დაიმალება, ვერავინ გაექცევა საკუთარ პასუხისმგებლობას, გამორიცხულია…“-წერს გიორგი ზერეკიძე.

Continue Reading

Previous: შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის, არასამთავროების და ზოგიერთი უცხოელის დაჟინებულ მოთხოვნებს რომ დავყოლოდით და სანქციები დაგვეწესებინა, სავალუტო ფონდის ანგარიშში ახლა აღწერილი იქნებოდა, ჩვენს ღრმა ეკონომიკურ კრიზისს რამე თუ ეშველებოდა
Next: შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარ სამმართველოს ახალი ბაზა აქვს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025