Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უშუალოდ მონაწილე ვარ ფაქტის! გაამწარა ბიჭები – ინგა ბერიკაშვილი ლევან გოგიჩაიშვილის ცემის ფაქტზე

მარშალ პრესი 24/10/2024
INGA BERIKASHVILI

გუშინ ცესკო-დან მოვდიოდი, დრო აღარ მახსოვს, 20:00 საათს გადაცილებული იქნებოდა.

წერეთლის მეტროში დავინახე ლევან გოგიჩაიშვილი, ვაგონში ერთად შევედით და გვერდით მედგა! თავიდან ყურსასმენი მეკეთა და ვერ გავიგე რა დაუძახა ლევანმა ყოფილ პოლიტიკურ პატიმრებს, მაგრამ ეგრევე მოვიხსენი და ბოლო სიტყვა რაც გავიგე ზონდერები იყო.

ეს კაცი იყო მიშას დროს უმოწყალოდ ნაწამები ადამიანი, ერთ-ერთს “ქართული ოცნების” დროშა ეკავა და დარწმუნებული ვარ ამიტომ აყენებდა შეურაცხყოფას, რომ ეცემათ და მერე დაედო ვიდეო”- წერს სოციალურ ქსელში იურისტი ინგა ბერიკაშვილი.

“ცემის დროს, უცებ გაჩნდა ვიღაც და იღებდა, მაგრამ ჩემ თვალწინ მოხდა როცა ის კაცი ეუბნებოდა, ზონდერს ვის ეძახიო (კაცს რომელიც მიშას დროს მორგში ჰყავდათ ციხეში დღეები ჩაყვანილი და აწამებდნენ) ამ დროს ახტა ვაგონში გოგიჩაიშვილი და ამ 55 წლის კაცს მუცელში ისე ჩაარტყა წიხლი, რომ ეს კაცი დავარდა!

ამის მერე დაუწყეს ცემა, მაგრამ 20 კაცი არ იყო იქ, ერთმა ცემა და რამდენიმემ წამოარტყა. ცხადია ვაშველებდი მეც და სხვებიც, თორემ როგორ დამთავრდებოდა არ ვიცი!

აი ასეთი გარეწრები არიან დღეს ოპიზიციაში, ეს ნაწამები ხალხი “ოცნებაზე” იმიტომაა გაბრაზებული, რომ მათი მწამებელი რეჟიმი არ გასამართლდა და ახლა გოგიჩაიშვიალი ზუსტად იმ მხარესაა და თან ამ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს, მონებს ეძახის და ზონდერებს!

ვინც მიცნობთ, კარგად იცით, ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვამს და გუშინ ისე იქცეოდა ლევან გოგიჩაიშვილი, მეც კი გამიჩნდა ცემის სურვილი! იმდენი შეურაცხყოფა აყენა ბიჭებს, რომ ამას არავინ გაუტარებდა!

კიდევ ერთხელ ვამბობ, პირველადაც ლევანმაჩაარტყა იმ კაცს და გავაშველეთ ვაგონში და მეორედ უკვე წიხლი ჩაარტყა და დააგდო!

ახლა გეკითხებით, თქვენი მეგობარი რომ ცემონ უმიზეზოდ, თქვენ რას იზამდით?
მადლობა გვითხრას ვინც ვაშველებდით 30-მეტი ადამიანი იდგა იქ და იმედი მაქვს, თუ საქმეს დასჭირდა მიცემენ ჩვენებას!

მე ძალიან განვიცდი მსგავს სცენებს, და ახალ ვაგონში და მეტროში კამერებია და ამოიღეთ!!

არ მცალია და ბოდიში თუ კარგად ვერ გადმოვეცი. მაგრამ უშუალოდ მონაწილე ვარ ფაქტის! გაამწარა ბიჭები!”- წერს ინგა ბერიკაშვილი.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი უცხოური ძალების მიერ საქართველოში დაგეგმილ რევოლუციაზე ტელეგრამ-არხების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
Next: ცესკო განცხადებას ავრცელებს და სარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრალდებებს ეხმიანება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.