Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“გორბი”-ს ახალი კვლევის შედეგები – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს

მარშალ პრესი 24/10/2024
rr

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 60,2%-ს მიიღებდა.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან, შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 60,2%

„ნაციონალური მოძრაობას“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს – 15,4%

გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანება – 9.0%

ხაზარაძის გაერთიანებას – 3.3 %

გიორგი გახარია პარტიას – 2.9 %

იაგო ხვიჩიას „გირჩს“ – 2.8 %

„ლეიბორისტული პარტია“ – 2.0 %

„პატრიოტთა ალიანსი“ „ალტ ინფოს“ – 1.9 %

სხვა პარტიები – 2.5 %

ამ მონაცემებით, ხუთ პროცენტიან ბარიერს მხოლოდ სამი პარტია ლახავს.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 12 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის პერიოდში. გამოიკითხა 1704 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია. პოლიტიკური პარტიების პოზიციას უკვე ხვალ გაგაცნობთ.

Continue Reading

Previous: შეიძლება სერიოზული სკანდალი იყოს, რადგან არსად იძებნება ამ 13 ქვეყნის თუ ელჩის, განცხადება. ევროკავშირის საიტზე არ არის, ამის არანაირი წყარო არ არსებობს
Next: გახარიას მაგალითი არის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც აჩვენებს, რამდენად დაუშვებელია რომელიმე აგენტის ძალაუფლებასთან გაკარება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025