Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან – დავით კოდუა

მარშალ პრესი 23/10/2024
davit kodua

„ქართული ოცნების“ დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ თბილისში გამართულ ოპოზიციური პარტიების აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი მონაწილეობდნენ.

„ესეც მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან! პირველ ფოტოზე ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, „ძლიერი საქართველოდან“ – დავით ჩქოტუაა, ის მონაწილეობას იღებდა 20 ოქტომბერს თბილისში გამართულ ოპოზიციური პარტიების აქციაში. ასევე ხაზარაძის კოალიციიდან აქციაში მონაწილეობდა ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ერეკლე გუჯეჯიანი (მეორე ფოტო).

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia – გამოიკვლიეთ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ეს ფაქტები, აქვე მოვუწოდეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს შეისწავლონ და საკუთარ ანგარიშებში ასახონ ჩვენს მიერ მხილებული საარჩევნო დარღვევები“, – წერს კოდუა.

Post navigation

Previous: 23 ოქტომბრის ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, დედაქალაქის ქუჩებში მოსალოდნელია გადატვირთული მოძრაობა – მერიის განცხადება
Next: ახალი დაწყებულია ომი, კიევს მიმდგარია რუსეთი და პირადად მე საუბარში ასეთი რამეც მითხრეს, რომ თქვენ ნუ შიშობთ, ცხინვალიდან არტილერია თბილისს არ მისწვდებაო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.