Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გახარია შეგნებულად უპირისპირებდა ერთმანეთს სახელმწიფოსა და ადამიანებს, სამართალდამცავებს და ახალგაზრდებს, ამას აკეთებდა სპეციალურად, გარე დავალებების საფუძველზე

მარშალ პრესი 22/10/2024
irakli kobakhidze3

ხელის გულზე დევს გახარიას დანაშაულები, ის ცდილობდა, გარე დავალებების საფუძველზე დაეზიანებინა სახელმწიფოს ინტერესები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, გახარია უმძიმესი დანაშაულებს სწორედ დავალებების საფუძველზე სჩადიოდა.

„კიდევ ერთხელ შემიძლია ჩამოვთვალო რამდენიმე მთავარი დანაშაული, რაც მან ჩაიდინა. ეს იყო მესტიის სპეცოპერაცია, სადაც შეურაცხყოფილი დატოვა სპეცრაზმის წარმომადგენლები, ჩვენი პოლიციელები, მის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის გამო. მეორე იყო პანკისი, სადაც ზუსტად იგივე მოხდა. მესამე იყო ბასიანის სპეცოპერაცია, გახსოვთ, როგორ წარიმართა ეს მოვლენები.

გახარია შეგნებულად ერთმანეთს უპირისპირებდა სახელმწიფოსა და ადამიანებს, სამართალდამცავებს და ახალგაზრდებს. ამას აკეთებდა სპეციალურად, შეგნებულად, გარე დავალებების საფუძველზე და რაც მან 20 ივნისს გააკეთა, როდესაც წყლის ჭავლი და გაზი არ გამოიყენა და მიიყვანა საქმე იქამდე, სადამდეც მიიყვანა, ეს არის მისი ერთ-ერთი უმთავრესი და უმძიმესი დანაშაული. მისი დანაშაული იყო ასევე ჩორჩანა, დეტალებს აღარ გავიხსენებ. თითოეულ შემთხვევაში, ის ცდილობდა, გარე დავალებების საფუძველზე დაეზიანებინა სახელმწიფო ინტერესები, დაეპირისპირებინა ერთმანეთისთვის სამართალდამცავები და ახალგაზრდები, ზოგადად სახელმწიფო და ადამიანები. ეს არის უმძიმესი დანაშაულები, რომლებსაც გახარია სჩადიოდა, სწორედ, დავალებების საფუძველზე, აქედან გამომდინარე, მისთვის ეპითეტი გარეწარიც კი არის ძალიან რბილი შეფასება,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ჩვენ გვჭირდება ნათელი ევროპული მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს იქნება მთავარი გზავნილი ხვალინდელ შეკრებაზე
Next: ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა, შანტაჟის ქვეშ გაემართა რაიმე ტიპის შეხვედრა უცხოელებთან. ახლა, როდესაც გარკვეული გარემოებები შეიცვალა, ის არის მზად, გამართოს ასეთი შეხვედრა, ანალოგიური მზაობა დააფიქსირა ამერიკის ელჩმაც

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025