Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ მოგვიწია ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება იმისათვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა ომისგან და განადგურებისგან

მარშალ პრესი 22/10/2024
irakli kobakhidze

ჩვენ მოგვიწია ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება იმისათვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, გადაგვერჩინა ომისგან და განადგურებისგან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, შესაძლებელი იყო, თუ არა საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ომში ჩართვისკენ, პრემიერმა უპასუხა, რომ გუნდმა ამაზე ირაკლი ღარიბაშვილისგან ინფორმაცია მაშინვე მიიღო.

„ზოგადად, ძალიან მძიმე იყო ის პროცესები, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ თებერვლის დასაწყისიდან, ჯერ კიდევ იმ მომენტიდან, ვიდრე ომი დაიწყებოდა. ომის დაწყების შემდეგ გაგრძელდა ეს ყველაფერი, ყველაზე მძიმე იყო ომის დაწყებიდან პირველი დღეები და შესაბამისი შეხვედრები. შემდეგ მარტში იყო ინტენსიური პროცესები და გახსოვთ, ივნისში რა მოხდა, როცა უსამართლოდ უარი გვეთქვა კანდიდატის სტატუსზე, რის საფუძველზეც სცადეს რევოლუციის მოწყობა, რათა აერიათ ეს ქვეყანა და საქართველო ჩაერთოთ ომში. ეს იყო მძიმე პროცესები და ამ პროცესების ერთი პატარა ეპიზოდი იყო ის გზავნილი, რომელიც მიიღო პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა კონკრეტული ადამიანისგან. ჩვენ მოგვიწია ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, გადაგვერჩინა ომისგან და განადგურებისგან, ამაზე იყო საუბარი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მართლმადიდებელი ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას
Next: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზეც ისაუბრა, ჩვენი დაპირებაა, რომ 130 მლრდ ლარამდე გაიზარდება ქვეყნის ეკონომიკა 4 წელიწადში და ქვეყნის ბიუჯეტი 40 მილიარდ ლარს გადასცდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.