Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე: უმძიმეს ზმანებაშიც არ წარმოუდგენიათ ის, რომ შეიძლება მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. გაუკუღმართებულ პოლიტიკურ განცდებს აიგივებენ ამ ქვეყანასთან და ებრძვიან არა ,,ქართულ ოცნებას’’ არამედ, საკუთარ ხალხს

მარშალ პრესი 04/06/2022
გიორგი ცაგარეიშვილი

გია ცაგარეიშვილი ოპოზიციის ნაწილის მიერ, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭების საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ოპოზიციას არ წარმოუდგენია, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ამიტომ ყველაფერს აკეთებს ამისთვის და ხელს უშლის არა ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს.

,,საერთაშორისო ორგანიზაციების, თუ ევროპულ პარტიებში წევრიანდებიან და ეს პლატფორმა უნდათ გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობა აწარმოონ. უმძიმეს ზმანებაშიც არ წარმოუდგენიათ ის, რომ ხვალ, ზეგ შეიძლება გათენდეს დღე და ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. თავიანთ გაუკუღმართებულ პოლიტიკურ განცდებს აიგივებენ ამ ქვეყანასთან, ჭედავენ ამ ქვეყანას, ამუხრუჭებენ და ებრძვიან არა ,,ქართულ ოცნებას’’ და ხელისუფლებას არამედ, გაშმაგებით ებრძვიან საკუთარ ხალხს. ამიტომაც, იქნებიან ყოველთვის ისეთი ლუზერები, როგორიც არიან, ევროპაშიც, უკრაინაშიც და საქართველოშიც,’’ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

Post navigation

Previous: არცერთ ქვეყანაში, ვისაც ეს გზა აქვს გავლილი, ან ახლა გადის ოპოზიცია ამას არ კადრულობს, იმიტომ, რომ მათ ესმით, საერთო სახელმწიფოებრივი და ეროვნული მიზნები
Next: უკრაინის განათლების მინისტრი საქართველოს უკრაინელი ბავშვების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.