Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო მკაფიო პოლიტიკური გზავნილი გარე და შიდა აქტორებისათვის, ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ თავი დააღწია პოლიტიკურ სერვილიზმს და მკაფიო არჩევანს აკეთებს ომსა და მშვიდობას შორის!

მარშალ პრესი 22/10/2024
tamta megrelishvili

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო მკაფიო პოლიტიკური გზავნილი გარე და შიდა აქტორებისათვის. ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ თავი დააღწია პოლიტიკურ სერვილიზმს და მკაფიო არჩევანს აკეთებს ომსა და მშვიდობას შორის!, – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე ქართული სახელმწიფო ნაბიჯებს გადადგამს ეროვნული ღირსების დაცვით და ამ პროცესში თანასწორუფლებიან გარემოზე ექნება ამბიცია. ასევე აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა პოლიტიკურ კის ეტყვის „ქართულ ოცნებას“, ხოლო, კოლექტიური დასავლეთი კიდევ ერთხელ დამარცხდება ქართველ ხალხთან.

„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი ინტერვიუ იყო მკაფიო პოლიტიკური გზავნილი გარე და შიდა აქტორებისათვის.

ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ თავი დააღწია პოლიტიკურ სერვილიზმს და მკაფიო არჩევანს აკეთებს ომსა და მშვიდობას შორის!

ევროინტეგრაციის გზაზე ქართული სახელმწიფო ნაბიჯებს გადადგამს ეროვნული ღირსების დაცვით და ამ პროცესში თანასწორუფლებიან გარემოზე ექნება ამბიცია.

ამომრჩეველთა უმრავლესობა პოლიტიკურ კის ეტყვის „ქართულ ოცნებას“ რომელიც სახალხო მანდატით გააგრძელებს ქვეყნის მართვას.

კოლექტიური დასავლეთი კიდევ ერთხელ დამარცხდება ქართველ ხალხთან ჭიდილში და მისგან მართული პოლიტიკური ძალები საკუთარ დესტრუქციაში დაკარგავენ პოლიტიკურ ფასს.

ახლა, ქვეყანას სჭირდება სწორი პოლიტიკური არჩევანი, ამიტომ ქუდზე კაცის პრინციპით უნდა ვიმოქმედოთ და საკუთარი ხმით როგორც პოლიტიკური ხელმოწერით უნდა გავაფორმოთ გამარჯვება!

დღეს უნდა დავდოთ თითო აგური 2028 წლის არჩევნებში ჯანსაღი ძალების მონაწილეობისათვის.
ქართულ პოლიტიკას სჭირდება ღირსეული პოლიტიკური ძალები, მათ შორის ნამდვილი პოლიტიკური ჭიდილი და შესაძლებლობა კარგსა და უკეთესს შორის გააკეთოს არჩევანი.

მინაწერი: „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი იმსახურებს დროულ გასამართლებას!“, – წერს მეგრელიშვილი.

Continue Reading

Previous: ოპოზიცია ყველაფერს ქართულს ებრძვის – კუბილიუსის, როთის და კელის ნათქვამი უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე საკუთარი ერის ხმა
Next: მართლმადიდებელი ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025