IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებზე, რომლებზეც თქვენ ისაუბრეთ, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში დადგებოდა უმკაცრესი სასჯელები, მათ შორის უვადო პატიმრობა. საქართველოში ასეთ დამნაშავეებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს ჩვენ თავისუფლებაზე ვხედავთ, ვინაიდან მათ ამოეწურათ სასჯელის ვადა“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ უფლებადამცველმა, ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რითაც გერმანიიდან საქართველოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირებას გამოეხმაურა.

„საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლებას „ათეთრებს“. წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებზე, რომლებზეც თქვენ ისაუბრეთ, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში დადგებოდა უმკაცრესი სასჯელები, მათ შორის უვადო პატიმრობა. საქართველოში ასეთ დამნაშავეებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს ჩვენ თავისუფლებაზე ვხედავთ, ვინაიდან მათ ამოეწურათ სასჯელის ვადა. ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ წარედგინათ ბრალი ისეთ დანაშაულებზე, რომლებიც მეასეხარისხოვანი იყო იმ დანაშაულებთან შედარებით, რაც ამ ადამიანებმა 9 წლის განმავლობაში ჩაიდინეს. მაგალითად, სააკაშვილი და უგულავა თუ სხვები – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა მათ ამაზე ბრალი არ ჰქონდათ წარდგენილი. ზუსტად ამას იყენებენ ისინი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა კაკაბაძემ.

გერმანიამ წამებისთვის ძებნილი, სად-ის ყოფილი უფროსის ქართული მართლმსაჯულებისთვის გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება