Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გვყავს ორი დელეგატი, რომელთაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ტანჯვა-წამება საკუთარ თავზე გამოცადეს – ასეთმა ადამიანებმა ის ცხრა წელი როგორ უნდა დაივიწყონ?

მარშალ პრესი 22/10/2024
zaal mikeladze1

„მე რა უნდა ვისაუბრო წინა ხელისუფლების დროს არსებულ სასტიკ რეჟიმზე, როცა გვყავს დელეგატი ცოტნე ანანიძე, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა იმდროინდელი ციხის უბედურება, მხოლოდ იმიტომ, რომ მართალ სიტყვას ამბობდა“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ორი დელეგატი, რომელთაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ტანჯვა-წამება საკუთარ თავზე გამოცადეს და შეუძლებელია ასეთმა ადამიანებმა წინა ხელისუფლების დროინდელი ცხრა წელი დაივიწყონ.

„ჩვენს დელეგატს, ცოტნე ანანიძეს, იარაღი ხელში არასდროს ჭერია, არც ვიცი, იცის თუ არა საერთოდ მისი მოხმარება, ამ ფონზე კი ეს ადამიანი წინა ხელისუფლების რეჟიმმა ციხეში აწამა. რომ არა იმ ხელისუფლების შეცვლა, არც ვიცი, როგორ დაამთავრებდა ცოტნე ცხოვრებას. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, ჩვენი კუთხის სიმდიდრე, ჩვენი მომავალი დელეგატი პარლამენტში, გია ჭყონია, რომელსაც მხოლოდ საქმეში თუ ნახავდი – ხიდზე, გზაზე და ა.შ. , ისიც [წინა რეჟიმის უსამართლობის მსხვერპლი] იყო.

ცოტნე ანანიძისგან განსხვავებით, კონკრეტულად, ციხეში არ იჯდა, მაგრამ პრობაციონერი იყო. მას ყველა ბიზნესი წაართვეს და ფინანსურად გაანადგურეს. ეს არის ტანჯვა-წამების ორი სხვადასხვა ისტორია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს მოხდა. ამიტომ ვამბობთ – რა უნდა მოხდეს, რომ ჩვენმა ხალხმა ეს ყველაფერი დაივიწყოს? რომ გვეუბნებიან, იმ ცხრა წელს შეეშვითო – ამას ის ადამიანი რომელმაც ეს ყველაფერი გადაიტანა, ვერ შეეშვება,“, – აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

Post navigation

Previous: უნდა აიკრძალოს ის, ვინც ხალხისა და ქვეყნის მტერია, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ავკრძალოთ და მოვიშოროთ
Next: ანა წითლიძე “ქართულ ოცნებას” ამომრჩეველთა მოსყიდვასა და პირადობების ჩამორთმევაში ადანაშაულებდა – აღმოჩნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დავალებით თავად არის ამ სქემით მოქმედიცა და მონაწილეც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.