Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც შეხვედრებზე იყო საუბარი რამდენჯერმე ვეუბნებოდი ამერიკის ელჩს, რომ ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება, კონტრპროდუქტიული იქნება

მარშალ პრესი 21/10/2024
bidzina2

როდესაც შეხვედრებზე იყო საუბარი კარგად განვუმარტე რამდენჯერმე. მე შეხვედრების წინააღმდეგი კი არ ვიყავი, არც ადრე და არც დღეს, მაგას როგორ ვიკადრებ. მე განვუმარტე, რომ ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება, კონტრპროდუქტიული იქნება, რამეთუ ვერცერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას. სასარგებლო რომ იყოს საქართველოსთვისაც, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული რამეთუ მაქვს კომპლექსი, რომ მე ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ბიძინა ივანიშვილმა ელჩებთან შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზებზე ისაუბრა.

„ვეუბნებოდი ამერიკის ელჩს, ვწერდი ამას, ეს ნაწერები მე მაქვს, რომ ეს იქნება კონტრპროდუქტიული მხოლოდ ამ მიზეზით. მე ვეუბნებოდი, რომ ამ ფულს სადაც გინდათ იქით მივმართავ. ეს ქველმოქმედებისთვის მინდოდა, მაგრამ შემიძლია სხვა ფონდში გადავრიცხო, მაგრამ ეს ჩემთვისაც დიდი პრობლემაა, რომ არსებობს არასწორად დაბლოკილი თანხები და მე ვერაფრით ვიკადრებ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მივიღო მონაწილეობა იმ კომპლექსის გამო, რომ ეს ჩემს ქვეყანასთან არის კავშირში. ვერაფრით დავუშვებ იმას, რომ თუგინდ ჩემს თანაგუნდელებს, ვთხოვო არა, პოზიცია დავაფიქსირო, მოდი აი წინ წავიწიოთ, ეს გადავჭრათ, და ამ დროს ვიცი, რომ იქ შეხვედრა მქონდა, რასაც მე არ და ვერ დავმალავ და მოვილაპარაკე ვიღაცასთან, რომ ეს ასე უნდა გავაკეთოთ. აი ეს იყო მიზეზი და ამას მე კარგად განვუმარტავდი. მე სულ მექნება იმის კომპლექსი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვიღებ იმისთვის, რომ ჩემი თანხები იქნებ როგორმე დამიბრუნონ და არა ის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს. აი ეს იყო ყველაფერ ამის მიზეზი. რომ სულ მქონდა იმის კომპლექსი და გამაჩნია დღესაც, რომ ქვეყნის საზიანოდ მე პირადი ინტერესების გულისთვის რამე არ გავაკეთო და ბოდიშს ვუხდიდი, არ იფიქროთ რომ თავხედი, ამაყი ვარ, კარგად ვუმარტავდი, რომ ეს იქნება კონტრპროდუქტიული, ამას არ ექნება არავითარი ფასი და ამიტომ ტყუილად ნუ დავიღლებით, ამიტომაც ვამბობ უარს შეხვედრებზე აი ეს იყო მიზეზი“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Continue Reading

Previous: განცხადებები, ძირითადად, შანტაჟის შემცველია და ამის კოორდინაციას აკეთებს რასაც „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით, დღევანდელი ოპოზიციის მეპატრონეები – ვფიქრობ, შანტაჟმა არ იმუშავა
Next: იქნება ძალიან დაძაბული ვითარება გეოპოლიტიკურად და შესაბამისად, გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025