Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა მოლდოვამ ამ არჩევნების სახით, კანდიდატები ჩახსნეს ერთმანეთის მიყოლებით და მოლდოვას აყენებენ ჩვენზე წინ, თუ სადმეა საჭირო განცხადებები, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 21/10/2024
irakli kobakhidze

ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სცენაზე ავიდა, შეუერთდა რევოლუციურ პროცესს, მაგრამ ეს პროცესი ჩავარდა, ამ ფონზე, არავითარ ასეთ განცხადებას, რა თქმა უნდა, ფასი არ აქვს, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ რამეზეა საჭირო განცხადებების გაკეთება, ეს არის მოლდოვა, რომელმაც ჩატარებული არჩევნებით დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა.

„მოლდოვაში ჩატარდა არჩევნები, ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა მოლდოვამ ამ არჩევნების სახით. კანდიდატები ჩახსნეს ერთმანეთის მიყოლებით, თან თითიდან გამოწოვილი საბაბით და მოლდოვას აყენებენ ჩვენზე წინ, რომელმაც ასეთი არჩევნები ჩაატარა. განცხადებები თუ სადმეა საჭირო, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით, სამართლიანობა რომ იყოს. მოლდოვა არის დსთ-ს წევრი, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას და თვალში ნაცარს გვაყრიან, გვეუბნებიან, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებები და ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას არ ეკუთვნის, ეს არის სირცხვილი. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება და გადაივლის არჩევნები, მაშინვე აღდგება სამართლიანობა, დარწმუნებული ვარ,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Continue Reading

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
Next: განცხადებები, ძირითადად, შანტაჟის შემცველია და ამის კოორდინაციას აკეთებს რასაც „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით, დღევანდელი ოპოზიციის მეპატრონეები – ვფიქრობ, შანტაჟმა არ იმუშავა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025