Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 4 პირი

მარშალ პრესი 21/10/2024
dakaveba

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია
4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარ მკვლელობის საქმესთან
დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის
შეუტყობინებლობისთვის 4 პირი დააკავეს.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით
დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ი.ბ. ხოლო, განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული
გ.ბ., 1988 წელს დაბადებული ჯ.ფ. და 1987 წელს დაბადებული დ.მ.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, თბილისში, ნასვამ
მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა 1997 წელს
დაბადებული ტ.ფ.-ს მიმართულებით, მიღებული დაზიანებების შედეგად ტ.ფ.
ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საპასუხო გასროლისას დაიჭრა ი.ბ., რომელიც
საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება
უტარდება.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტს შეესწრნენ, ბრალდებულის
მეგობრები – გ.ბ., ჯ.ფ. და დ.მ., თუმცა მათ სამართალდამცავ უწყებას
დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 376-ე მუხლებით
მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობას
და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

Continue Reading

Previous: არადიპლომატიური განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა – პრემიერი
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025