Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს! ეს გვითხრეს გუშინ მოლდოვიდან და ამას იტყვის ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს!”

მარშალ პრესი 21/10/2024
tamar chiburdanidze

„მოლდოვის არჩევნები სერიოზულ გავლენას იქონიებს ქართველ ხალხზე. ვისაც ჯერ კიდევ არ სჯეროდა ომის პოლიტიკის ნეგატიური გავლენის ქვეყანაზე, მოლდოველი ხალხის არჩევანის შემდეგ ამაში მარტივად დარწმუნდება,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და მოლდოვაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის წინასწარ შედეგებს აფასებს.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, მოლდოვაში დასავლეთის ლობისტების ძალისხმევის მიუხედავად, მათმა დღევანდელმა პოლიტიკამ მაინც მარცხი განიცადა და სანდუსთვის 41% -იანი მხარდაჭერა ამის დასტურია. „გუშინდელმა არჩევნებმა მოლდოვაში ყველაფერი თქვა. ხალხმა არ მისცა ნდობის მანდატი დასავლეთის ომის პოლიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვაში მაია სანდუს ააკრძალინეს ყველა პრორუსული პარტია, არასასურველი არასამთავრობო ორგანიზაციები და მოკლეს თავისუფალი სიტყვა, დასავლეთის დღევანდელმა პოლიტიკამ მაინც მარცხი განიცადა.

41% ამხელა პროდასავლური პროპაგანდის შემდეგ, სასტიკი მარცხია დასავლეთის დღევანდელი ლიდერშიფისთვის. განსაკუთრებით საყურადღებოა რეფერენდუმის შედეგი, სურს თუ არა მოლდოველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანება? აქ მსურველთა რაოდენობა მხოლოდ 50%-ია.

ეს კი მართლაც საგანგაშოა. როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი უარს გეუბნება კონკრეტულ საკითხზე, როგორ უნდა განახორციელო ის? კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეს შედეგები დაიდო უმკაცრესი რეპრესიების ფონზე, როდესაც მოლდოვაში აკრძალეს ყველა ანტიევროპული სიტყვა.

სადაც მოლდოვაში ასეთი შედეგი დაფიქსირდა, წარმოგიდგენიათ რა მოხდება უკრაინაში, არჩევნები რომ ჩატარდეს? მოლდოვის არჩევნები სერიოზულ გავლენას იქონიებს ქართველ ხალხზე. ვისაც ჯერ კიდევ არ სჯეროდა ომის პოლიტიკის ნეგატიური გავლენის ქვეყანაზე, მოლდოველი ხალხის არჩევანის შემდეგ ამაში მარტივად დარწმუნდება. მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს! ეს გვითხრეს გუშინ მოლდოვიდან და ამას იტყვის ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს!” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
Next: მოლდოვურმა არჩევნებმა გამახსენეს NDI ან IRI-ს ბოლო წლების გამოკითხვები, სადაც ქართველი რესპონდენტები ერთდროულად აფიქსირებენ პატრიარქის მიმართ 90%-იან სიმპათიას, ხოლო მხოლოდ 16%-ს აღელვებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025