Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ევროკავშირის საელჩო ზურაბიშვილის განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

მარშალ პრესი 20/10/2024
eurogeo

ქართული არჩევნები სრულიად ქართველი ხალხის ხელშია. ევროკავშირი არ არის ჩართული საპარლამენტო არჩევნებში და არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს, – ამგვარი პასუხი მიიღო „ქრონიკამ“ ევროკავშირის საელჩოდან სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე.

„თქვენს კითხვაზე გპასუხობთ, რომ ევროკავშირის დელეგაციას იმეორებს იმას, რაც ბევრჯერ უთქვამს, რომ ქართული არჩევნები სრულიად ქართველი ხალხის ხელშია. ევროკავშირი არ არის ჩართული საპარლამენტო არჩევნებში და არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს.

ჩვენ აგრეთვე ვიმეორებთ, რომ ევროკავშირი ღიაა კონსტურქციულად მუშაობისთვის ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან.

რაც შეეხება მომავალ მთავრობას, რომელიც განაახლებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, ეს შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ ძირითადი ფასეულობებზე დაყრდნობით, რაზეც დგას ევროკავშირი: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები”, – აღნიშნულია საელჩოს პასუხში.

„ქრონიკამ“ საელჩოს შემდეგი კითხვით მიმართა:

„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, პაველ ჰერჩინსკი მხარს უჭერს ქარტიას და მის სამოქმედო გეგმას.

თუ შეიძლება განგვიმარტოთ, ადასტურებთ თუ არა პრეზიდენტის განცხადებას და ეთანხმებით თუ არა ტექნიკური მთავრობის შექმნას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას საქართველოში?“

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ქარტიას, რომელიც დროებით მთავრობას და რიგგარეშე არჩევნებს ითვალისწინებს.

Continue Reading

Previous: მივმართავ ყველა პატიოსან მოქალაქეს, ვინც შეცდომაშია შეყვანილი, იცით, რომ დღეს პრაიდის გვერდით, ანუ მამათმავლების გვერდით თქვენც გეპატიჟებიან?
Next: დაბა ურეკის კულტურის სახლში გურიის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025