IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ასეთი ჭაკუების ხელისუფლება იყო. ცხადია გვარს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ პიროვნებას, რომელმაც დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი შექმნა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და თავი გამოიჩინა სადიზმით“– ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ​ „დღის ქრონიკის“ ეთერში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ბაჩო ახალაიას ყოფილი მოადგილის დავით ჭაკუას გადმოცემის ფაქტზე განაცხადა.

„ეს ერთი მაგალითი ხომ არ არის. პოლიტიკურ შეფასებაში ეს სხვანაირადაც შეიძლება გადაითარგმნოს. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ყველას წინაშე, ვისი პოლიტიკური მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ადამიანი საქართველოს მოქალაქეა. არავის უთქვამს მკურნალობაზე ან სოციალურ დახმარებაზე, ან სხვა სიკეთეზე, რასაც სახელმწიფო გასცემს ადამიანისთვის, უარი სახელმწიფო ნიშნით. მაგრამ განსხვავება რა არის იცით, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და მათ მომხრეებს ვეუბნები, ესენი არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ თქვენი შვილი აწამოს, დაიჭიროს იმისთვის, რომ შენზე გავლენა მოახდინოს“, – განაცხადა ვოსკლიმ.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირება, სავარაუდოდ, დღეს მოხდება.

გერმანიამ წამებისთვის ძებნილი, სად-ის ყოფილი უფროსის ქართული მართლმსაჯულებისთვის გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება