Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, სადაც ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს

მარშალ პრესი 19/10/2024
IMG_3825

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, სადაც ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ქუთაისში დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, სადაც ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს.

ნიკეას ქუჩაზე სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდა. მშენებლობის ბიუჯეტი 77 347 872 ლარს შეადგენს. ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები უახლოეს პერიოდში გადაეცემათ.

მთავრობის მეთაური მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცე ეწყობა. სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს კომპანია “ანაგი” ახორციელებს.

დევნილთა განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა საქართველოს 5 ქალაქში – თბილისში, ბორჯომში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს. საცხოვრებელ ფართს ჯამში 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.

Continue Reading

Previous: ჯგუფი მგზავრების გარშემო რაც ხდება – ეს არის საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ ამუშავებენ პატრონები გონებადაბინდულ ლიბერალ ფაშისტებს
Next: ამიერკავკასიიდან დაწყებული ომი, რომელიც ჩრდილოკავკასიასაც გადაედებოდა, მართლაც მეტ სიმძიმეს შექმნიდა რუსეთისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს დასასრულის დასაწყისი იქნებოდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025