Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქართველმა სამხედროებმა საერთაშორისო შეჯიბრში ოქროს მედლები მოიპოვეს

მარშალ პრესი 19/10/2024
Capture

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დიდი ბრიტანეთიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა უელსში გამართულ სამხედრო შეჯიბრში Cambrian Patrol 2024 წარმატებით იასპარეზეს და 35 ქვეყანას შორის საუკეთესო შედეგი აჩვენეს. 

სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის სპეციალური ოპერაციების სარდალი პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი და სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლები დახვდნენ. მათ Cambrian Patrol 2024-ში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. 

ბრიტანეთის არმიის ორგანიზებით სწავლება Cambrian Patrol 1959 წლიდან რეგულარულად ტარდება. მის მიზანს სადაზვერვო რაზმების ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. სამხედრო სწავლება Cambrian Patrol ცნობილია, როგორც სამხედრო ქვედანაყოფების გამძლეობის შესამოწმებელი ურთულესი გამოცდა. ყოველწლიურ წვრთნებს უელსის 160-ე ქვეითი ბრიგადა ხელმძღვანელობს.

Post navigation

Previous: დღეს, “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუთაისში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები
Next: ჯგუფი მგზავრების გარშემო რაც ხდება – ეს არის საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ ამუშავებენ პატრონები გონებადაბინდულ ლიბერალ ფაშისტებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.