Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საწყენია, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლეს მაქარაშვილების და ლომჯარიების ბულინგს

მარშალ პრესი 19/10/2024
mixeil kavelashvili

საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან ბულინგის თემას შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი და ამჯერად ყურადღების ცენტრში ჯგუფი „მგზავრები“ მოექცა, რომელმაც უარი თქვა თემქის დასასვენებელი სივრცის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობაზე. როგორც ყაველაშვილმა განაცხადა, მომღერლებმა ვერ გაუძლეს ბულინგს, რომელსაც მათ მიმართ უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები და ცალკეული პირები ახორციელებენ.

„თემქის პარკის სახით ერთ-ერთი ულამაზეს სივრცე შეემატება თბილისს და ამას ყველა ნახავს. ბევრი ინფორმაცია მოვისმინე ამის ირგვლივ. „მგზავრებმა“ საწყენია, რომ ვერ გაუძლეს მაქარაშვილების და ლომჯარიების ბულინგს. გამჭვირვალობის კანონის მიღებისას, ჩვენ თავად გამოვიარეთ ეს ბულინგი, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა.

ვინ არიან ეს ადამიანები – ამ კითხვით უნდა მივმართო სწორედ ჰერჩინსკის, ვინაიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერაა დაფინანსებული ის ორგანიზაციები, რომლის წარმომადგენლები ახორციელებდნენ ბულინგს თუნდაც ქართველი სპორტსმენების მიმართ. სპორტსმენებს კი არ ეშინოდათ პასუხის გაცემის, არამედ ისინი იცავდნენ თავიანთი ოჯახის წევრებს. ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ ისინი? ეს ადამიანები თავს უფლებას აძლევენ სწორედ გარე დაფინანსებებით მოახდინონ საკუთარი მოქალაქეების ბულინგი. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი. ფაშისტები და ბოლშევიკები მეტს არაფერს აკეთებდნენ – აპირისპირებდნენ ადამიანებს ერთმანეთს, მშობლებთან და აბულინგებდნენ. ეს სიმახინჯე უნდა აღვკვეთოთ სწორედ 26 ოქტომბერს,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: ჩათვალეთ, რომ ამ არჩევნებზე საქართველოს უმრავლესობა არჩევანს აკეთებს „ქართულ ოცნებასა“ და ევრობიუროკრატიის იმ ნაწილს შორის, რომელიც ამერიკული პროტექტორატის ქვეშ იმყოფება
Next: ცოტა შოკირებული ვარ, ევროპარლამენტი, დროს ხარჯავს სხვა სახელმწიფოების მიმართ მუქარაზე – ევროპარლამენტარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.