Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სასწაულ არჩევანს სთავაზობენ ხალხს ევროპისკენ, „მიმზიდველს“ და „უალტერნატივოს”, არ შეიძლება რეალურად ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული, მშვიდობის, ღირსების და უკეთესი ცხოვრების გარანტორი ძალა, უნდა დავივიწყოთ ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებაზე ფიქრი

მარშალ პრესი 18/10/2024
mamuka mdinaradze

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ხელისუფლების ოპონენტების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს კამპანიურ სიყალბეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი გზავნილები სულ უფრო მძაფრდება.

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ქართულ საზოგადოებას ევროპა რომ უნდა, თურმე, სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას პარტიებს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი, რომლებიც საერთო პატრონის აგენტურას წარმოადგენენ.
მისივე განცხადებით, არ შეიძლება საზოგადოებას სურდეს ეროვნული, ტრადიციულ და რეალურად ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული, მშვიდობის, ღირსების და უკეთესი ცხოვრების გარანტორი ძალა და ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებაზე ფიქრიც უნდა დაივიწყოს.

“კამპანიური სიყალბე, “ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია”, წინასაარჩევნოდ სულ უფრო მძაფრდება.

ევროპა რომ გვინდა, თურმე ამიტომ ოთხიდან ერთი უნდა ავირჩიოთ:

მკვლელი და მწამებელი, ტერიტორიების რუსეთზე ჩამბარებელი და საკუთარ ჯარზე ომის დამბრალებელი სააკაშვილის პარტია;

ან იგივე ნაცწარსულის, რუბლებით დაფინანსებულ-ჩახდილი და კრიმინალი გვარამიას პარტია;

ან სააკაშვილის რეკეტიორი და თაღლითი ხაზარაძის პარტია;

ან სააკაშვილთან მოღალატე გახარიას პარტია.

ყველა ერთად კი საერთოპატრონიანი აგენტურა…

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეროვნული, ტრადიციულ და რეალურად ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული, მშვიდობის, ღირსების და უკეთესი ცხოვრების გარანტორი ძალა. უნდა დავივიწყოთ ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებაზე ფიქრი, თუ პირდაპირ სადმე ტანკით არ შევარდები, მინიმუმ მოხალისეები უნდა გაუშვა უკრაინაში და სანქციები დაუწესო რუსეთს, თავისით შემოვარდებიან… ეკლესია და სარწმუნოება უნდა დასუსტდეს, ერთნაირსქესიანთა ქორწინება და მოსწავლეებში ლგბტ პროპაგანდაც აუცილებელია, მარტო ომი არ ეყოფა, გარანტიებია საჭირო…

წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაში კიდევ რჩებიან ადამიანები, ამ ოთხი პარტიიდან ერთ-ერთს რომ აძლევენ ხმას და ამ ყველაფერზე იღებენ პასუხისმგებლობას!..

სასწაულ არჩევანს და გზას სთავაზობენ ხალხს ევროპისკენ, „მიმზიდველს“ და „უალტერნატივოს“…” – წერს მამუკა მდინარაძე.

Post navigation

Previous: ჩვენი ბრალია, ჩვენი! – შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს პასუხობს
Next: ჯგუფი “მგზავრები” განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.