Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ელოდებით სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, რადგან შევინარჩუნეთ მშვიდობა და გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ნაკლებ ვალს იღებს, იზრდება ხელფასები, პენსიები და ა.შ.

მარშალ პრესი 18/10/2024
sozar subari2

„ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება არა 7,5%, არამედ, დაახლოებით, 10%-ის ფარგლებში“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შესახებ კომენტირებისას. მისი თქმით, სწრაფი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი სწორად გატარებული პოლიტიკის შედეგია.

„[ეკონომიკური ზრდის შესახებ დადებითი] მოლოდინი, პირველ რიგში, არსებობს იმიტომ, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და მეორე – გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რის გამოც ბევრი ისეთი პროექტი ხორციელდება, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალ წლებშიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას. სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ საქართველო საერთაშორისო ინსტიტუტებიდან ნაკლებ ვალს იღებს, იზრდება ხელფასები, პენსიები და ა.შ.“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: ორი წელი პოლიტიკური სპექტრი საზოგადოებას ატყუებდა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და კვდება, ყველა ეთერიდან, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ერთ ხმაში გვაბრალებდნენ, რომ “სააკაშვილს ვკლავთ”
Next: ვიხილეთ ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა ჯგუფ „მგზავრებზე“ – როცა ლიბერალური ფაშიზმი არ მძლავრობდა, ეს ჯგუფი კონცერტებს თავისუფლად ატარებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, იქნებოდა ეს კიევი, მოსკოვი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.