Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხელმძღვანელობას, ყველა ექიმსა და ექთანს, თითოეულ თანამშრომელს გილოცავთ ახალ, საკუთარ შენობაში გადასვლას – ირაკლი კობახიძე ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის გახსნაზე

მარშალ პრესი 17/10/2024
463673255_937504688410545_5809948829832471642_n

თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელობას, ყველა ექიმსა და ექთანს, თითოეულ თანამშრომელს გილოცავთ ახალ, საკუთარ შენობაში გადასვლას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თენგიზ ცერცვაძის სახელობის თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახალი, 11-სართულიანი შენობა, შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს, აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით, რაც აუცილებელია წარმატებული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისთვის.
„კლინიკის გაფართოება და საკუთარი შენობა სამედიცინო ცენტრს მისცემს საშუალებას, პაციენტებს ყველა საჭირო-სავალდებულო კვლევა ადგილზე ჩაუტარდეთ. კლინიკას დაემატა გადაუდებელი ამბულატორიული განყოფილებაც.

რაც მთავარია, პაციენტების, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი ემსახურება. ჩვენი საზოგადოების წინაშე უდიდესი დამსახურებისთვის, თითოეულ თქვენგანს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. კლინიკა გამოჩენილი ექიმის, მეცნიერისა და პედაგოგის თენგიზ ცერცვაძის სახელს ატარებს. ბატონი თენგიზის ღვაწლი არის ფასდაუდებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე. მისი ინოვაციური მიდგომებით და მიღწეული შედეგებით საქართველო დღეს მოწინავეთა რიგებშია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და თენგიზ ცერცვაძის მეუღლესთან, ანა თოფურიასთან ერთად თენგიზ ცერცვაძის მემორიალური დაფა გახსნა.

თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრსა და ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ახალი შენობა დაათვალიერებინა.

Continue Reading

Previous: ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა
Next: ოპოზიციას და მათი პატრონებსაც იმდენად ესაჭიროებათ რადიკალიზაცია, პოლარიზაცია და ტემპერატურის აწევა, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025