Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მხარე, რომელიც აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ცდილობს ყველა ფორმით გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები

მარშალ პრესი 17/10/2024
givi mikanadze1

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც საუბარია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, მხარე, რომელიც აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ცდილობს ყველა ფორმით გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები, დესტრუქციის ქაოსური პროცესების და რევოლუციური სცენარების განსავითარებლად, ხოლო სუს-ის განცხადება არის პრევენციული.

„მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზანი არის – მხარე, რომელიც პირწმინდად აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ცდილობს ყველა ფორმით გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები, დესტრუქციის ქაოსური პროცესების და რევოლუციური სცენარების განსავითარებლად.

ის განცხადება, რაც გაავრცელა გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არის პრევენციული, მაგრამ ამავდროულად საგანგაშო. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოება რწმუნდება, რომ ეს ადამიანები მზად არიან ყველა მეთოდით და ყველა ფორმით იმოქმედონ კანონსაწინააღმდეგოდ, როგორმე საკუთარ საწადელ მიზანს რომ მიაღწიონ. იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ კანონიერი გზით არანაირი შესაძლებლობა არა აქვთ, რომ ხელისუფლებაში რაიმე ფორმით დაბრუნდნენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Continue Reading

Previous: თავდაცვის მინისტრი ვეტერანების დღისადმი გამართულ ღონისძიებას დაესწრო
Next: ,,გუშინდელი” მოძალადეები ვერ შექმნიან ვერაფერ ღირებულს, ,,მევახშეებისაგან” უსახლკაროებზე ზრუნვა ადამიანურობის დაცინვაა, ვითომ „გაახლებულების” ყველაფერი ქართულის სიძულვილი ვერ გადაიფარება ,,როთების” უღმერთოებით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025