Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი ვაშაძე მოუწოდებს ჟურნალისტებს, დააზიანონ „ქართული ოცნების“ ბანერები “არა ომს, აირჩიე მშვიდობა”

მარშალ პრესი 17/10/2024
giorgi vashadze

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ჟურნალისტებს მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ ბანერი დააზიანონ.

ამის შესახებ მან მმართველი პარტიის ბანერების დაზიანების ფაქტებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ ბანერები „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“, თავს ჭრის საზოგადოებას და „არ შეესაბამება ქართულ გენს“, ამიტომ, სიმბოლურად ყველა უნდა მივიდეს და დააზიანოს.

„ეგ ისეთი სამარცხვინო ბანერებია, მე მგონი, თქვენც უნდა მიხვიდეთ და დააზიანოთ, იმიტომ, რომ თავს ჭრის საზოგადოებას. მართლა გეუბნებით. თქვენც უნდა მიხვიდეთ ჩემი აზრით და ყველა ღირსეული ქართველის პასუხისმგებლობაა, საკუთარი აზრი გამოთქვას ამ ბანერებთან მიმართებით. მე ვფიქრობ, შეურაცხყოფა რომ ჩამოვირეცხოთ, დიახ, თქვენც უნდა მიხვიდეთ და დააზიანოთ ეს ბანერები. იმდენად სამარცხვინოა და თავის მომჭრელი და არ შეესაბამება ქართულ გენს, შინაარსს და ქართულ ისტორიას, კარგი იქნება თუ თქვენც სიმბოლურად მიხვალთ და დააზიანებთ.“ – განუცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.

Continue Reading

Previous: ვეტერანებმა ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი, მადლობას გიხდით გმირობისთვის, სამშობლოსათვის თავდადებისთვის, იმ წვლილისათვის, რაც შეგაქვთ საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში
Next: შსს – მ ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომანქანა, რომლითაც ნაცმოძრაობის აჭარის ლიდერები გადაადგილდებოდნენ და “ქართული ოცნების” ბანერებს ანადგურებდნენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025