Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, რომ პოლიტიკური პარტია უნდა აიკრძალოს და გავასამართლოთ, მარტო პოლიტიკური პარტია არაფერ შუაშია, ხალხმა, ვინც მათ უბიძგებს დანაშაულის ჩადენისკენ, უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა

მარშალ პრესი 17/10/2024
tornike molashvili

„ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, რომ პოლიტიკური პარტია უნდა აიკრძალოს და გავასამართლოთ – არავითარ შემთხვევაში, მარტო პოლიტიკური პარტია აქ არაფერ შუაში არ არის. ხალხი, ვინც უბიძგებს დანაშაულის ჩადენისკენ, თითოეულმა მათგანმა უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა ადამიანმა, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განშტოებებს მისცემს ხმას, უნდა გაიზიაროს არა მხოლოდ მორალური, არამედ იურიდიული პასუხისმგებლობა, ვინაიდან, მათ იციან, რომ კრიმინალებს უჭერენ მხარს და ამის მიუხედავად, მაინც მათ აძლევენ ხმას. მოლაშვილის შეფასებით, ეს დანაშაულის წახალისებაა და რა სახის იქნება სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი, ამაზე იურისტებმა უნდა იმსჯელონ.

„ეს ადმინისტრაციული საქმე იქნება თუ სისხლის სამართლის საქმე, სასამართლომ და იურისტებმა დასხდნენ და განიხილონ ყველაფერი. გასაგებია, რომ ხმის მიცემის გამო ვერ გაასამართლებ ადამიანს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პასუხისმგებლობა თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს. თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ხმას მისცემს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებას, ჯაფარიძე იქნება ეს, „გირჩი“, გვარამია, მელია – ეგენი არიან ყველანი ერთნი, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მორალურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ერთი, თავისთავად ცხადია.

მე მაქვს ლაპარაკი იურიდიულ პასუხისმგებლობაზე. იციან, რომ კრიმინალია, იციან, რომ კრიმინალი უნდა ჩაიდინოს, რომელსაც სჩადიოდა და მიდის და კიდევ აძლევს ხმას. ეს იგივე დანაშაულის წახალისებაა, მოდიხარ, აძლევ ხმას ადამიანს, რომელმაც იცი, რომ კრიმინალი უნდა ჩაიდინოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც.“ – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: 2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 მლრდ ლარი ჩაიდება
Next: ვეტერანებმა ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი, მადლობას გიხდით გმირობისთვის, სამშობლოსათვის თავდადებისთვის, იმ წვლილისათვის, რაც შეგაქვთ საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.