მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი მოაწერა რეზოლუციას სადაც, ქართული მხარე დადანაშაულებულია კასეტური ბომბებით ომის დაწყებაში! – თამთა მეგრელიშვილი

601
წაკითხვა/ნახვა
mpn

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი მოაწერა რეზოლუციას სადაც, ქართული მხარე დადანაშაულებულია კასეტური ბომბებით ომის დაწყებაში!”– წერს იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

“2008 წლის შვიდ აგვისტოს ქართველმა სამხედროებმა გაუფრთხილებლად, ცხინვალის დაბომბვით დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და სამოქალაქო საზოგადოებას საფრხე შეუქმნეს არტილერიის და კასეტური ბომბების გამოყენებით”!

გაყიდული ომის მთავარმა შემოქმედმა მიხეილ სააკაშვილმა, თავდაცვის მინისტრობიდან იარაღით მოვაჭრედ ქვეულმა კეზერაშვილმა და გვამის მოყვარულებმა, ომის დაწყება საქართველოს, საკუთარ ქვეყანას დააბრალეს რათა იმავე რეზოლუციაში ტერმინი “ოკუპაცია” გამოყენებულიყო და ჩვენთვის “პოზიტიური” სხვა პუნქტებიც ჩაიწერილიყო.

რას ნიშნავს პოზიტიური პუნქტები ან რამ შეიძლება გაამართლოს საკუთარი ქვეყნის უკვე ხელმოწერილი დოკუმენტით გაყიდვა?!
ვერაფერმა, ამას ვერაფერი გაამართლებს!

მაქვს კითხვა – ომის დაწყება, რომ არ დაგებრალებინათ საკუთარი ქვეყნისათვის, ისე ცივილიზებული სამყარო რუსეთს ოკუპანტს არ უწოდებდა?!
საქართველოს ისტორიაში მოძალადე, მოღალატე, ანტისახელმწიფოებრივი ძალა იყავით და ამადვე დარჩებით.

რაც უფრო მეტად ცდილობთ დამალვას მით უფრო მეტად ყარხართ! პოლიტიკურად ყარხართ!”– წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები
mpn
მოწონება