Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კოლექტიური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნების წინ ხელისუფლება მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევს, ვინ არიან ეს მოქალაქეები, ან საერთოდ არიან ასეთები? პასუხი: სიტყვაზე უნდა გვენდოთ, აი ასეთ მოცემულობაში უნდათ ამყოფონ საზოგადოება

მარშალ პრესი 16/10/2024
zaal anjaparidze

კოლექტიური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნების წინ ხელისუფლება მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევს. ვინ არიან ეს მოქალაქეები? პასუხი სტანდარტული- არ სურთ/ეშინიათ საკუთარი თავი გაამჟღავნონ? კითხვა – მაშ როგორ უნდა გავიგოთ წაართვეს თუ არა, ან საერთოდ არიან ასეთები? პასუხი: სიტყვაზე უნდა გვენდოთ, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საზოგადოების კითხვაზე, რატომ უნდა ენდოს ოპოზიციას სიტყვაზე, პასუხია: იმიტომ, რომ მათ დასავლეთი ენდობა და ფული მისცა, რათა დასავლეთის ინტერესები გაატარონ საქართველოში.

“კოლექტიური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნების წინ ხელისუფლება მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევს. ვინ არიან ეს მოქალაქეები? პასუხი სტანდარტული- არ სურთ/ეშინიათ საკუთარი თავი გაამჟღავნონ? კითხვა – მაშ როგორ უნდა გავიგოთ წაართვეს თუ არა, ან საერთოდ არიან ასეთები? პასუხი: სიტყვაზე უნდა გვენდოთ. რატომ უნდა გენდოთ? იმიტომ რომ ჩვენ გვენდობა დასავლეთი. რატომ გენდობა დასავლეთი? იმიტომ რომ ფული მომცა. რომ არ მენდობოდეს არ მომცემდა. რატომ მოგცა ფული? იმიტომ რომ მისი ინტერესები გავატარო….

აი ასეთ მოცემულობაში უნდათ ამყოფონ საზოგადოება და საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს უნდა შეეგუოს ასეთ მოცემულობას. როგორც კი შეგუების პირველი ნიშნები გაჩნდება, ჩათვალეთ რომ თავად ჩაუდეთ მათ ხელში გამარჯვების გასაღები. იმედია, ჯანსაღ საზოგადოებას (ავადმყოფ ნაწილზე არ ვსაუბრობ) ეს არ სურს.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: ზუსტად 10 დღეში, გვაქვს ისტორიული შანსი გავაცამტვეროთ ოთხივე აგენტურული პარტია საქართველოში, ვუთხრათ მათ პატრონებს, რომ აქ ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს
Next: : რადიკალური ოპოზიციის ბუნებრივი ინტელექტი არჩევნების მოსაგებად საკმარისი არ არის, ამიტომაც შესაძლოა მიმართონ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.