Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“ქართული ოცნების” პრეს-სამსახური განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 16/10/2024
qarTuli ocneba

“ქართული ოცნების” პრეს-სამსახური განცხადებას ავრცელებს:

“გვსურს გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ გამაოგნებელ ტყუილს, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა. თანაც, ამ სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილის მიზანი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირების მცდელობაა. იმდენად არის გაოგნებული რადიკალური ოპოზიცია ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შთამბეჭდავი შეხვედრით, რომ მსგავსი ბინძური მეთოდით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გარდა იმისა, რომ ნაცმოძრაობის ლიდერის მიერ გავრცელებული ტყუილი არის ბინძური პროვოკაცია, ჩვენ ამ სიცრუეს განვიხილავთ წინასაარჩევნო პროცესზე მავნე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად. ამიტომ მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყონებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია.”– ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: საქართველოს ყველა მოქალაქემ, ვინც ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გარშემო შეკრებილ სატელიტებს, უნდა იცოდეს, რომ ბოროტმოქმედებას და დანაშაულს სჩადიან, მოეკითხებათ აუცილებლად
Next: საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.