Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არც “მეორე ფრონტი” გველანდებოდა, არც მისი გახსნის მოლოდინი და არც მისი გახსნის მოქმედი ძალა – დასავლეთის სახით. ვერ მივართვით და ამის გამო გვსჯიან, ამის გამო ვერ გვიტანენ

მარშალ პრესი 16/10/2024
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მიხაილო პოდოლიაკის მიერ, ტელერგრამ არხზე გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც უკრაინელი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის მოლოდინი ამაოა და ახლა, მხოლოდ სანქციების გამკაცრების იმედი აქვთ.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ პოდოლიაკის ეს განცხადება, ფაქტობრივი აღიარებაა, რომ არსებობს მეორე ფრონტის გეგმა, რომელშიც საქართველოც უნდა ჩართულიყო. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები გვსჯიან, რადგან ქვეყანა ომში არ ჩაერთო.

„კიდევ ერთი აღიარებითი ჩვენება, ჩვენთვის ესოდენ “მონატრებული”, მიხაილო პოდოლიაკის მხრიდან, რომელმაც საკუთარ “ტელეგრამ” არხზე, მათ შორის, დაწერა: “…როგორც ჩანს, ჩვენ ამაოდ ველოდებით დასავლეთისგან რუსეთის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის” გახსნას. ერთადერთი იმედი – მის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გამკაცრებაშია”.

დიახ – ელოდებოდნენ. ანუ, არც “მეორე ფრონტი” გველანდებოდა, არც მისი გახსნის მოლოდინი და არც მისი გახსნის მოქმედი ძალა – დასავლეთის სახით. ვერ მივართვით და ამის გამო გვსჯიან, ამის გამო ვერ გვიტანენ. უფალმა გაგვაძლიეროს ამ უკანასკნელ ბრძოლაში. ქვეყნის დამანგრეველ მავნებლებს სახელმწიფომ უმკაცრესი და გამანადგურებელი პასუხი უნდა გასცეს!“– წერს დავით ქართველიშილი.

Post navigation

Previous: ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ “ვარდების რევოლუციის” ნირვანაში ჩარჩენილი პროვოკატორები, რომ 2003 წელი ისტორიას ჩაბარდა
Next: ამას ამბობს მამუკა ხაზარაძე, რომელმაც უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე უფრო მეტი ადამიანი გამოასახლა საქართველოში საკუთარი სახლიდან, ვიდრე პუტინის რეჟიმმა აფხაზეთში და სამაჩაბლოში ერთად აღებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.