Skip to content
14/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს

მარშალ პრესი 16/10/2024
irakli2

„ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მილიონზე მეტი ხმის მიღებას აპირებს ამ არჩევნებზე.

„ჩვენ ვაპირებთ მილიონზე მეტი ხმის მიღებას ამ არჩევნებში და შეგიძლიათ, დათვალოთ რამდენი საჯარო მოხელეა საქართველოში. საჯარო მოხელეების რესურსი და არც მათი ოჯახები არ ეყოფა არჩევნების მოგებას. „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჩაივლის ეს არჩევნები, ჩაივლის სხვა პროცესები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან
Next: ძნელი მისახვედრი არაა, თუ ვისი მხარდაჭერით აპირებენ ნაცლუზერები ღრმა სიყალბით ეცადონ აურიონ ვითარება – გია აბაშიძე სუს-ის განცხადებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.