Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კოდორი რუსებს ერთი გასროლის გარეშე ჩაბარდა, რათა საბრძოლველად უვარგისი იქ აზიდული ტონობით იარაღის ომზე ჩამოწერა დაეფიქსირებინათ და ათვისებული თანხები „გაეთეთრებინათ”

მარშალ პრესი 14/10/2024
david kartvelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2006 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და მისგან გამოწვეულ შედეგებს სოციალურ ქსელში მიმოიხილავს. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა კოდორის ხეობის „ზემო აფხაზეთად” გადაკეთება და ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ რეანიმირება. გარდა ამისა, სააკაშვილის ქმედებებს, როგორც ექსპერტი წერს, მოჰყვა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო რეზოლუცია, რომელშიც საქართველო დაადანაშაულეს მოსკოვის ხელშეკრულების დარღვევაში.

„მომავალი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის განსახილველ საკითხებს შორის დღეს გავიხსენოთ 2006 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი. 2008 წლის აგვისტომდე რამდენიმე თვით ადრე, როდესაც ბელადი სააკაშვილი გვიყვებოდა მედვედევთან საერთო ჩანაფიქრებზე და ერთობლივ პროექტებზე, იმის წარმოდგენაც კი ძნელი იყო, რომ საუბარი ეხებოდა ქვეყნის გენოფონდის საუკეთესო სიცოცხლის ფასად ქართული ძირძველი რეგიონების საბოლოო ჩაბარების ლეგალიზაციის ოპერაციას. თურმე ეს ყოფილა რუსეთ-სააკაშვილის მთავარი ერთობლივი პროექტი.
როდესაც კოდორის ხეობის „ზემო აფხაზეთად” გადაკეთებას მოჰყვა იქ რამდენიმე ათეული ბეტონის მიწისქვეშა ბუნკერის აშენება, შემდგომში კონდიციური იარაღის ფასად უკრაინიდან ვადაგასული ჟანგიანი საბჭოთა შეიარაღების განთავსების მიზნით, კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ომი რუსეთთან გარდაუვალი იქნებოდა, თუნდაც ამ ჟანგის ჩამოწერის მიზნით ომის ხარჯზე.

კოდორი რუსებს ერთი გასროლის გარეშე ჩაბარდა, რათა საბრძოლველად უვარგისი იქ აზიდული ტონობით იარაღის ომზე ჩამოწერა დაეფიქსირებინათ და ათვისებული თანხები “გაეთეთრებინათ”. ეს იყო იმავე ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჯერ კიდევ 2006 წელს ბელადის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ხორცშესხმა, სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით სამხედრო პროვოკაციების განხორციელების თაობაზე. ამ ყველაფერს მოჰყვა 2006 წლის სექტემბრის გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო რეზოლუცია, რომელშიც საქართველო დაადანაშაულეს მოსკოვის ხელშეკრულების დარღვევაში. ამან კი, იურიდიულად ხელ-ფეხი გაუხსნა კრემლს შემდგომში კოდორში განვითარებული ოპერაციის ჩასატარებლად.

ამის მერე მივიღეთ ტერმინი “სამხრეთ ოსეთის” რეანიმირება, რუსების მიერ ნაკარნახევ განახლებულ საზღვრებში, ამას მოჰყვა ჩვენი სამხედროების, პოლიციელების, მშვიდობიანი მოსახლეობის ზვარაკად შეწირული სისხლი, ათობით ათასი ახალი ლტოლვილი – ისევ და ისევ იმ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სადაც სააკაშვილმა ომზე ჩამოწერა სამხედრო ჯართზე მილიარდობით გაკეთებული ფული და ქვეყნის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ახალი მილიარდების ათვისებას შეუდგა.

რა მიიღო მედვედევმა ამ ერთობლივი პროექტის დასრულებისას, ენერგეტიკულ, ეკონომიკურ სფეროებში “კონტრიბუციის” სახით, ჩვენ ასევე ძალიან კარგად ვიცით. ისეთ “წვრილმანებზე”, როგორიც არის იმდროინდელი გუბერნატორების თუ უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ რუსი გენერლების მძღოლებად და ოფიციანტებად მუშაობას, აღარც “ვეხებით”. არ “ვეხებით” არც საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებას ამ ომის წამოწყებაში, არც ომის შემდეგ ჩადენილ დანაშაულს, და არც სსრკ-დან ამ დანაშაულის ჩადენისთვის განკუთვნილი მუხლის ამოღებას. იმედი გვაქვს, ამ ყველაფერს მომდევნო მოწვევის პარლამენტი მიხედავს”, – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ცხადია, ოპოზიცია ოცნებობს, რომ პროვოკაციები მოაწყოს და ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები ამ პროვოკაციისთვის
Next: განათლების სამინისტრო სალომე ზურაბიშვილის გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025