IMG.GE IMG.GE

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლის მიმართულებით საავტომობილო გზის 500 მეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობა დასრულდა.

არსებულ გზას წლების შემდეგ პირველად ჩაუტარდა რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში გზასთან ერთად მოეწყო რკინა ბეტონის კიუვეტები ცხაურებით, ლითონის მილები, ბეტონის საყრდენი კედელი და დამცავი ზღუდარები.

სამუშაოები აჭარის ა.რ. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა, პროექტის საერთო ღირებულება 261 639 ლარს შეადგენს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება