IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნიათ აშშ-ში ლეგალური ბინადრობის უფლება, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ვერ შეძლებენ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას, თუ ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ (თუნდაც ტრანზიტით) ევროპის შენგენის ზონაში, ასევე ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და ირანში- ამის შესახე ინფორმაციას ნიუ-იორკში გენერალური საკონსულო ავრცელებს.

განკარგულების თანახმად, აშშ-ში შემოსვლისას გამონაკლისს უშვებს უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების არასრულწლოვან ოჯახის წევრებზე, უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებზე და მათ ოჯახის წევრებზე, ა.შ. სრული ჩამონათვალი იხილეთ განკარგულებაში.

მათივე ინფორმაციით, აშშ-ში ლეგალური ბინადრობის მქონე პირთათვის საერთაშორისო მგზავრობიდან დაბრუნებულზე, რეკომენდირებულია 14 დღით სახლში თვითიზოლაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება