Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გივი თარგამაძის ლიკვიდაცია მოიტანდა გარკვეულ წინაპირობებს, იმისთვის, რომ დაძაბულობა მისულიყო იმ კონდიციამდე, როგორც ეს უკრაინაში, კიევში მოხდა

მარშალ პრესი 13/10/2024
volski

ეს ადამიანები წამსვლელები არიან ყველაფერზე და გაცილებით უფრო მძიმე დანაშაულებზეც წასულან ვიდრე, ვთქვათ, გივი თარგამაძის ლიკვიდაციაა. გივი თარგამაძის ლიკვიდაცია მოიტანდა გარკვეულ წინაპირობებს, იმისთვის, რომ დაძაბულობა მისულიყო იმ კონდიციამდე, როგორც ეს უკრაინაში, კიევში მოხდა, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გარკვეულ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ასე, რომ როდესაც საუბრობენ მეიდნის სცენარზე, ამას საფუძველი მათ გააჩნია.

„ადამიანი, რომელიც გადმოდის საზღვარზე, ასახელებს გია ლორთქიფანიძეს, იგი ის ადამიანი, რომელმაც სააკაშვილის გადმოსვლაც დაგეგმა და მას არჩევნების დღეს რევოლუცია უნდა მოეწყო. მადლობა ღმერთს, იგი დააკავეს, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, სააკაშვილის გადმოსვლის ორგანიზების წინაპირობები; ყველამ ვიცით, რა ხდებოდა ადრე; ყველამ ვიცით, რაზე არიან წამსვლელები, ადამიანები, რომლებსაც პერსპექტივა არ აქვთ სამართლიან არჩევნებში გამარჯვების. ომის პარტია ვერ გაიმარჯვებს საქართველოში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პროკურატურამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა. საქმესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

Post navigation

Previous: ლანჩხუთში სახალხო დღესასწაული ,,ლანჩხუთობა 2024“ გაიმართა
Next: ყველა ხედავს, რომ საქართველოს გარკვეული ძალები უკრაინის ბედის გაზიარებისკენ უბიძგებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.