Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნაცმოძრაობის რეჟიმმა ძალიან ბევრ ადამიანს გაუნადგურა ცხოვრება, მათ შორის ახალგაზრდა კაცს, ცოტნე ანანიძეს, რომელიც უნივერსიტეტიდან საპატიმროში, მხოლოდ მართალი სიტყვის გამო აღმოჩნდა

მარშალ პრესი 12/10/2024
zaal mikeladze

პარლამენტის წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს კანდიდატი ცოტნე ანანიძე მოსახლეობას წარუდგინა.

დეპუტატმა ისაუბრა ნაცმოძრაობის რეჟიმზეც, რომლის მსხვერპლიც არის ცოტნე ანანიძე. მისი თქმით, მართალი სიტყვის გამო რეჟიმმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა და უნივერსიტეტიდან საპატიმროში გამოკეტა.
ზაალ მიქელაძემ აღნიშნა, რომ ნაცმოძრაობის რეჟიმს საქართველო არ იმსახურებს.

„აჭარის უმაღლესის საბჭოს კანდიდატი იქნება გამოცდილი ადამიანი, ცოტნე ანანიძე.
ხშირად გვეუბნებიან, რომ არაა საჭირო წარსულზე საუბარი, მაგრამ როცა ცოტნეზე საუბრობ, შეუძლებელია არ ისაუბრო იმ რეჟიმზე, რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანს გაუნადგურა ცხოვრება, მათ შორის ახალგაზრდა კაცს, რომელიც უნივერსიტეტიდან საპატიმროში, მხოლოდ მართალი სიტყვის გამო აღმოჩნდა. მას იარაღი არ ეჭირა, ეჭირა მხოლოდ თავისი სიტყვა. საქართველო არ იმსახურებს ასეთ ხელისუფლებას. ცოტნეს დედა ზის დარბაზში და მიჭირს იმ პერიოდზე საუბარი. ცოტნე ანანიძე ეკუთვნის მთელს ქვეყანას. ის არის მაგალითი, როგორ ვერ გატეხა და პირიქით, მეტად გააძლიერა რეჟიმმა ადამიანი და დღეს არის უფლებადამცველი,“- აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

Continue Reading

Previous: უკრაინას ვულოცავ გამარჯვებას!  მათ ეს სჭირდებოდათ, ჩვენ მაინც პირველ ადგილზე ვართ – ნინო ლომჯარია
Next: ირაკლი კობახიძე გურჯაანის ღვინის ფესტივალზე იმყოფებოდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025