Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

№17 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო

მარშალ პრესი 12/10/2024
462699198_929375182558342_90526285241101473_n

პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობით მიზნით №17 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. შესრულებულ სამუშაოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ ნიკა ცხვარაშვილთან ერთად გაეცნო.

ახალაშენებული სტადიონი ხელოვნურსაფარიანია და განკუთვნილია ფეხბურთისა და კალათბურთისთვის. განხორციელდა მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც.

სპორტული მოედნის გარდა, დაწესებულების ტერიტორიაზე აშენდა სავარჯიშო სივრცე ახალი ტრენაჟორებით, სადაც მსჯავრდებულები თავისუფალი დროის უფრო ნაყოფიერად გატარებას შეძლებენ.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიზნით, 2022 წლიდან დაინერგა სპორტის მართვის სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც პატიმრებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სპორტულ ფესტივალებში.

ასევე, მოქმედებს სხვადასხვა სპორტული პროგრამა, ტრენინგკურსები, რომლებიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ ტრენერებად, ფიტნესინსტრუქტორებად. ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული განახლების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.

Continue Reading

Previous: გიორგი კალანდარიშვილის ცნობით, ცესკო-ს თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება
Next: უკრაინას ვულოცავ გამარჯვებას!  მათ ეს სჭირდებოდათ, ჩვენ მაინც პირველ ადგილზე ვართ – ნინო ლომჯარია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025