Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამხედრო ჰოსპიტალმა საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა

მარშალ პრესი 12/10/2024
01

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა გერმანული ორგანიზაცია KTQ-ს აკრედიტაცია წარმატებით გაიარა, რაც იმის დასტურია, რომ სამედიცინო დაწესებულება ზრუნავს პაციენტების უსაფრთხოებასა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე. 

სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო პროცესებისა და პაციენტთა უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის და ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროში გადაეცა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი შალვა მაღლაკელიძე და KTQ-ს წარმომადგენლები დაესწრნენ. 

გერმანული ორგანიზაციის ექსპერტ-აუდიტორებმა მონიტორინგი განახორციელეს სამხედრო ჰოსპიტლის ყველა დეპარტამენტში და შეაფასეს ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: მენეჯმენტი, ხარისხის მართვა, პაციენტებსა და თანამშრომლებზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და რისკების მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. მათ ჰოსპიტალს მისცეს რეკომენდაციები, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება. 

საერთაშორისო აკრედიტაცია შესაძლებლობას აძლევს სამხედრო ჰოსპიტალს, მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, 2025 წლიდან მონაწილეობა მიიღოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. KTQ – „თანამშრომლობა ჯანდაცვის გამჭვირვალობასა და ხარისხში“ ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის საერთაშორისო ასოციაციის (ISQua/ISQuaIEEA) წევრი გერმანული ორგანიზაციაა.

Continue Reading

Previous: ბრალდებულმა დარჩო ხეჩუაშვილმა მიცემული ჩვენებით დაადასტურა, რომ მან 2016 წელს დავალება გივი თარგამაძის თვალთვალის შესახებ მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის ჩართულობით მიიღო
Next: ე.წ. ედისონის კვლევები ქვეყნდება ხოლმე „ფორმულას“ მიერ და ჩვენ მას ობიექტურად ვუწოდებთ კეზერაშვილის სიზმრებს და „მთავარ არხზე“ გამოქვეყნდა გვარამიას სიზმრები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025