Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდესაც ბუნებით სარწმუნოებისა და წარმომავლობის მიღმა იმყოფები, როდესაც არც ერთი გაგაჩნია, არც მეორე, ან ორივესი გრცხვენია – მაშინ „ვარსქენ არშუშას ძე ფეროზიანი“ ხარ

მარშალ პრესი 11/10/2024
david kartvelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ეხმიანება „პოს ტვ“-ის მიერ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძისთვის დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ მალავს იგი საკუთარ წარმომავლობას.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ქსენოფობიას მოწყვეტილ მართლმადიდებლურ სამყაროში წარმომავლობის არ რცხვენიათ, თუმცა, საპირისპიროდ ხდება, როდესაც ადამიანი ბუნებით სარწმუნოებისა და წარმომავლობის მიღმა იმყოფება.

„ბებიაჩემი, თავადის ქალი შუშანა ზედგინიძე მთელი თავისი ცხოვრება ამაყობდა, რომ წმინდა შუშანიკის სახელს ატარებდა. ქართველი ქალი – სომხური წარმომავლობის სახელით ამაყობდა. ასე ხდება ხოლმე ქსენოფობიას მოწყვეტილ მართლმადიდებლურ სამყაროში, სადაც თბილისის ერთ-ერთი განმანათლებელი – არაბია, მცხეთის – სპარსი, ხოლო წმინდა სიდონია და ძმები მისი, ლონგინოზი და ელიოზი – ებრაელები იყვნენ. მაგრამ, როდესაც ბუნებით სარწმუნოებისა და წარმომავლობის მიღმა იმყოფები, როდესაც არც ერთი გაგაჩნია, არც მეორე, ან ორივესი გრცხვენია – მაშინ რა თქმა უნდა “ვარსქენ არშუშას ძე ფეროზიანი” ხარ და ვახტანგ გორგასლის შთამომავლები მხოლოდ იმიტომ გეზიზღება და მათზე შურს იძიებ, რომ ამ სახელოვანმა მეფემ წმ. შუშანიკის მკვლელი თავის დროზე მოაკვლევინა…“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ეს არჩევნები მიმდინარეობს უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე და ფაქტობრივად, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია წარიმართება გარედან, რაც ყოვლად ანომალიური და მიუღებელია
Next: მმართველმა გუნდმა ეს პარაზიტები ეტაპობრივად მოიშორა, თუმცა მათი ადგილი დამსახურებულად აღმოჩნდა რადიკალების ფლანგზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.