Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილს 2 პარასკევი აქვს დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 11/10/2024
irakli kobakhidze

იმპიჩმენტს აქვს არსებითად სიმბოლური დატვირთვა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ არ დატოვოს სტანდარტულად პრეზიდენტის თანამდებობა. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, პირველი სხდომის გამართვის შემდეგ განხორციელდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი.

„სალომე ზურაბიშვილს აქვს ორი პარასკევი დარჩენილი თავის თანამდებობაზე. იმპიჩმენტის წესით მოხდება მისი გადაყენება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში, იმის მიხედვით, თუ როდის ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა. აქედან გამომდინარე, მის არც ერთ ნაბიჯს არ აქვს არანაირი პრაქტიკული დატვირთვა ჩვენთვის.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, მყისიერად, პირველი სხდომის გამართვის შემდეგ განხორციელდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რასაც აქვს სიმბოლური დატვირთვა. თქვენ იცით, რომ ისედაც ერთი თვით იკვეცება მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა.

მას ისედაც გასდის ვადა დეკემბერში, აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტს აქვს არსებითად სიმბოლური დატვირთვა. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ არ დატოვოს სტანდარტულად პრეზიდენტის თანამდებობა. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა, როგორც მოღალატემ, ეს უნდა გაფორმდეს საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: კახა კალაძე გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე: ესეც, სავარაუდოდ, სჭირდებოდათ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, დაპირისპირებისა და რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის
Next: საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი შეიქმნა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025