IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თუ ვინმე რამეზე უნდა იყოს გაბრაზებული, მათ შორის, გოცირიძეც, პირველ რიგში, საკუთარ თავსა და პარტიაზე უნდა იყოს გაბრაზებული, რომ მათ ვერაფრით მოახერხეს, დაპირებული გადაწყვეტილებებისთვის მხარი დაეჭირათ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებას. თალაკვაძის თქმით, თალაკვაძის თქმით, თავდაპირველად, ისინი საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლას მხარს უჭერდნენ, თუმცა ცვლილებებს ხმა არ მისცეს.

პირველ რიგში უნდა გაითვალისწინონ, საზოგადოების დიდი ნაწილი გაბრაზებულია იმის გამო, რომ ძველი ოპოზიცია – „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ორი თვის განმავლობაში საჯაროდ ატყუებდნენ საზოგადოებას. ისინი საჯარო განცხადებებით ხალხს ეუბნებოდნენ, რომ მხარს უჭერდნენ საარჩევნო სისტემის შეცვლას და საღამოს ეუბნებოდნენ, რომ ხმა არ მივეცით საარჩევნო სისტემის ცვლილებასო.

მგონი, გუშინ კარგად დაინახეთ, რომ ძველი ოპოზიცია საერთოდ არ ესწრებოდა განხილვებს და მათ არ წარმოუდგენიათ არც ერთი წინადადება. შესაბამისად, ეს უკვე არის ღიად განაცხადი იმისკენ, რომ ისინი სამწუხაროდ, მეორედ აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარებაში. ამ პროცესმა სრული ლუსტრაცია მოახდინა, ვინ არიან ის პოლიტიკური ჯგუფები, ვისაც შეუძლია მომავლის პოლიტიკაში მონაწილეობა და საკუთარ დაპირებებზე პასუხისმგებლობის აღება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ„ქართული ოცნების“ ლიდერები ოპოზიციის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში დაადანაშა. გოცირიძის თქმით, ოპოზიციური პარტიების კრიმინალურ ოპოზიციად მოხსენიება, საქართველოს მილიონამდე მოქალაქის, მათი ამომრჩევლების შეურაცხყოფაა. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ საკითხზე სასამართლოს მიმართონ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება