Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტის რეზოლუცია – ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომისკენ – მამუკა მდინარაძე

მარშალ პრესი 10/10/2024
mamuka mdinaradze

გარდა იმისა, რომ ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, ასევე არის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობა „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ.

ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, დასავლეთში იმდენად დიდია საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი, რომ ევროპაში გამჭვირვალობის კანონის ანალოგიური საკანონმდებლო ინიციატივების მიღება შეაჩერეს. მდინარაძის განცხადებით, გუშინდელმა რეზოლუციამ დაამტკიცა, რომ ევროპარლამენტს არ აინტერესებს ქართველი ხალხის სურვილები.

„მათ თქვეს: „არ გვაინტერესებს ხალხი, გააუქმეთ კანონები, რომლებიც ჩვენ არ გვაწყობს. ხალხი არაფერ შუაშია. გამოუშვით მკვლელი სააკაშვილი და დაასანქცირეთ ადამიანი, რომელიც არის თქვენთან მშვიდობის გარანტი, რომელიც არის ქველმოქმედი“. პირდაპირ გვითხრეს. აქამდე ამას ერიდებოდნენ და, რაც კიდევ უფრო მთავარია, ოპოზიცია 3 წლის განმავლობაში უარყოფდა ფაქტს, რომ ისინი ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და უერთდებოდნენ ამ მოთხოვნას.

გუშინ პირველად, ღიად ითქვა ევროპის ერთ-ერთი მაღალი ტრიბუნიდან (სამწუხარო ფაქტია ნამდვილად და იმედი მაქვს, რომ ეს გადალაგდება ომის დასრულების შემდეგ), რომ ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები რუსეთს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ეკონომიკურად უნდა ჩავარდეს მინიმუმ ორჯერ უარეს მდგომარეობაში, ვიდრე პანდემიის დროს იყო.

შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ არა თუ ჩარევა, არათუ ზეგავლენის მოხდენა, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომისკენ, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომის გარანტორების გათავისუფლებისკენ და მშვიდობის გარანტების დასანქცირებისკენ. ეს არის პირდაპირი მოწოდება საქართველოში ლგბტ პროპაგანდისკენ და გამჭვირვალობის გაუქმებისკენ – ვისაც უნდა დააფინანსებენ და ეს ქართველმა ხალხმა არ უნდა იცოდეს, ისე უნდა ატრიალონ საქართველოს ხელისუფლებები და როგორც კი დაავალებენ, უნდა შევიდნენ ომში. საბოლოოდ, ეს ყველაფერი დადასტურდა გუშინდელი გახსნილი კარტებით, დადასტურდა, რომ ისინი არა ქართველ ხალხს, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის კლასტერს ანუ აგენტურას უჭერენ მხარს“, – განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ ამ რეზოლუციას უკვე ჩალის ფასიც აღარ აქვს.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს მოსახლეობასთან შეხვედრა ბათუმში გაიმართება
Next: დავით ქართველიშვილი აშშ-ს საელჩოს მიმართავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.