Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოპოზიციის ყველა ნაბიჯი, საბოტაჟისა და რევოლუციური პროცესების მიმართულებით, იქნება მორიგი შეცდომა, რომელიც დაგვეხმარება იმ ამოცანის შესრულებაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება

მარშალ პრესი 09/10/2024
irakli kobakhidze

ოპოზიციის საქმეა – ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ქუჩაში დარჩება, თუ პარლამენტში შემოვა, არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც იგივე გაიმეორონ, რაც მოახერხეს 4 წლის წინ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათი ყველა ნაბიჯი საბოტაჟისა და რევოლუციური პროცესების მიმართულებით, იქნება მორიგი შეცდომა, რომელიც ხელისუფლებას დაეხმარება იმ ამოცანის შესრულებაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება.

„ამ შემთხვევაში ოპოზიციას, განსხვავებით 4 წლის წინანდელი პერიოდისგან, არაფრის რესურსი არ აქვს. რომც არ შემოვიდნენ პარლამენტში, არაფერი მოხდება, ეს არის ოპოზიციის საქმე, უნდა ქუჩაში დარჩება, უნდა პარლამენტში შემოვა, არავითარი რესურსი არ აქვთ იმისთვის, რომ თუნდაც იგივე გაიმეორონ, რაც მოახერხეს 4 წლის წინ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პირიქით, რეალურად, ასეთი პროცესებით ისინი დაგვეხმარებიან იმ ამოცანის შესრულებაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება. მათი ყველა ნაბიჯი ამ მიმართულებით, საბოტაჟისა და რევოლუციური პროცესების მიმართულებით, იქნება მორიგი შეცდომა, რომელიც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დაგვეხმარება იმ ამოცანის შესრულებაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთხელ და სამუდამოდ არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ეს არის ერთადერთი გზა იმისკენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ მოვახერხოთ დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში, დერადიკალიზაცია ამ პოლიტიკური სისტემის და ჩამოვაყალიბოთ ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ევროპარლამენტის რეზოლუციაში იკითხება იმ ძალების ხელი, რომელსაც ჩვენ გლობალურ ომის პარტიას ვუწოდებთ, ამ უსამართლო დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს
Next: ევროპარლამენტის რეზოლუციიდან მკაფიოდ იკითხება უსამართლობა, უსამართლო დოკუმენტს ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამ რეზოლუციას და ისეთივე უშედეგო იქნება, როგორც წინა სამი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025