Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენზე მეტად ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები ელოდებიან 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების შედეგს

მარშალ პრესი 09/10/2024
tamar chiburdanidze

„ამ არჩევნებზე არჩევანს მხოლოდ ჩვენთვის არ ვაკეთებთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების შედეგს, განსაკუთრებულად ელოდებიან აფხაზები და ოსები, რადგან მათ ეშინიათ ქართველებთან ახალი ომის.

„დღეს საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ჩვენზე მეტად ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები ელოდებიან 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების შედეგს იმიტომ, რომ მათ ეშინიათ, არ სურთ ქართველებთან ახალი ომი. მათ მოეწონათ მმართველი ძალის მიერ გაკეთებული განცხადებები ჩვენი ერთობის და შერიგების შესახებ. მართალია, არის ქვედა დინებები, მაგრამ აფხაზეთის მოსახლეობაში ქართველების მიმართ კეთილგანწყობაა.

მინდა, ქართველმა ხალხმა გაიგოს, რომ ეს არჩევნები ეკუთვნის ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. ამ არჩევნებზე არჩევანს მხოლოდ ჩვენთვის არ ვაკეთებთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. სწორედ მაშინ, როცა საარჩევნო ბიულეტენთან პირისპირ დავრჩებით და დავაპირებთ გავაფერადოთ ესა თუ ის საარჩევნო ნომერი, უნდა გაგვახსენდეს, რომ ჩვენ ხმა უნდა მივცეთ აფხაზ და ოს ძმებთან დაბრუნებას,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Post navigation

Previous: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისი გაიხსნა
Next: ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.