Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ შეაჩერა

მარშალ პრესი 09/10/2024
sakonstitucio

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გასაჩივრებული ნორმები საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერდეს. თუმცა მიიღო გადაწყვეტილება სარჩელი ნაწილობრივ წარმოებაში მიიღოს.

მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

საკონსტიტუციოს თანახმად, საქმეზე დაიწყება არსებითი განხილვა, განხილვამდე კი არ დაკმაყოფილდება მოსარჩელეების შუამდგომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ.

კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელია შესული – პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის. საკონსტიტუციო სასამართლოში გამჭვირვალობის შესახებ კანონზე შესული 4 – პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდა და 29 აგვისტოს განხილვა დაიწყო. 3-დღიანი განხილვის შემდეგ პლენუმი სათათბიროდ გავიდა. მოსარჩელეები ითხოვდნენ კანონის მოქმედების შეჩერებას მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა.

Post navigation

Previous: მუხროვანში სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო საპილოტე კურსი დასრულდა
Next: ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.