კომენდანტის საათის მოხსნის მიუხედავად, რესტორნები და გასართობი დაწესბულებები მხოლოდ 00:00 საათამდე იმუშავებს

299
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

როგორც უკვე ცნობილია, 2021 წლის პირველი ივლისიდან იხსნება კომენდანტის საათი, თუმცა რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებს მხოლოდ ღამის 12:00 საათამდე მუშაობის უფლება ექნებათ.

ამის შესახებ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება.

„გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება პირველი ივლისიდან, უბრალოდ ერთი შეზღუდვა რაც რჩება, ეს არის შეზღუდვები რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 00:00 საათამდე, 00:00 საათიდან რესტორნები არ იმუშავებს, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან. იგივე ეხება სასტუმროების რესტორნებსაც,“- აღნიშნა ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემგიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება