Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ოუენ მერფის შეხვდა

მარშალ პრესი 07/10/2024
011

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ოუენ მერფის შეხვდა.

მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის წარმატებულ პრაქტიკაზე, რომლის მანდატი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მომუშავე კომისია არა მხოლოდ რეაგირებს სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე, არამედ პროაქტიულად აწარმოებს მედიამონიტორინგს შესაძლო საარჩევნო დარღვევების გამოვლენის მიზნით.

მხარეებმა დაადასტურეს სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთევან ბეთლემიძე  და სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი მანანა ბეგიაშვილი ესწრებოდნენ.

ცნობისთვის: საქართველოს ხელისუფლების მოწვევით 2024 წლის 11 სექტემბერს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) საქართველოში წარმოადგინა საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად. მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას ეუთო-ს მიმართ ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნებისათვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით, აგრეთვე, მის შესაბამისობას ეროვნულ კანონმდებლობასთან.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტი გამოუცხადა მოსახლეობის უმრავლესობამ და ის აღარ მოიაზრება მათთვის ქვეყნის პრეზიდენტად. ახლა რჩება სამართლებრივი ნაწილი, რასაც ახალი მოწვევის პარლამენტი სისრულეში მოიყვანს
Next: “ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.