Skip to content
13/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ ვაპირებთ ვაპატიოთ ზურაბიშვილს თქვენი გადაგდება და საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა. საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი

მარშალ პრესი 07/10/2024
mamuka mdinaradze2

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა აღძვრას ეხმიანება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა და გადააგდო მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი, რომელმაც მას, „ქართული ოცნების“ თხოვნით, მხარი დაუჭირა. მანვე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი.

„სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა და გადააგდო (ჟარგონისთვის უკაცრავად) მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი, რომელმაც მას, ჩვენი თხოვნით, მხარი დაუჭირა. ახლა თამამად შეგვიძლია მივმართოთ თითოეულ მათგანს – ჩვენ არ ვაპირებთ ვაპატიოთ ზურაბიშვილს თქვენი გადაგდება და საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა. საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი!

პ.ს. შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის მიმდინარეობისას ნაცმედიის მიერ გახმოვანებული, პირველივე საწინააღმდეგო არგუმენტი, ბოლშევიკური აღმოჩნდა: მათი აზრით, თურმე მიზანი ამართლებს საშუალებას და დასავლეთთან ურთიერთობა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე და ქვეყნის შეურაცხყოფაზე გადის… პირიქით!!! მხოლოდ მშვიდობით! მხოლოდ ღირსებით! მხოლოდ კეთილდღეობით! მხოლოდ ევროპისკენ!“, – წერს მამუკა მდინარაძე.

Post navigation

Previous: გადაგვაყოლეს მთელი ერი მიხეილ სააკაშვილს – შალვა პაპუაშვილი
Next: ცესკოს დაკვეთით საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს ლაბორატორია „Pro V&V“ ჩაატარებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.