IMG.GE IMG.GE

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორს ბ-ნ რობერტ რედფილდს მადლობის წერილს წერს. წერილში ყურადღება გამახვილებულია რედფილდის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში დაავადებათა კონტროლის რეგიონული ოფისი გაიხსნება. ცენტრი 10 ქვეყანას მოემსახურება.

“ეს ნაბიჯი განსაკუთრებით დასაფასებელია დღეს, როდესაც ასეთ რთულ ეტაპს გადის მთელი მსოფლიო Covid-19-თან ბრძოლაში. აღნიშნული ქმედება კიდევ ერთი დადასტურებაა აშშ-ის გამორჩეული დამოკიდებულებისა საქართველოსადმი, რისთვისაც მადლობას ვუხდით თქვენი ქვეყნის ხელისუფლებას”, – ნათქვამია წერილში.

საპატრიარქო აშშ-ის ელჩის საპასუხო წერილსაც აქვეყნებს, რომელიც თავის მხრივ, უწმინდესს გაგზავნილი წერილისთვის მადლობას უხდს.

“ჩვენ მოუთმენლად ველით საზოგადოების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორების გაძლიერებას და დიდად ვაფასებთ ახალ რეგიონულ ოფისთან დაკავშირებით ფართო ენთუზიაზმის არსებობას”, – წერს დეგნანი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება