Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში – შალვა პაპუაშვილი ამერიკის საელჩოზე

მარშალ პრესი 06/10/2024
SHALVA PAPUASHVILI

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება ამერიკის საელჩოს მიერ, ბოლო დღეებში გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტებს, რომლითაც “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს და უპირისპირდება.

„უპირველეს ყოვლისა, საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში. სამწუხაროდ, ზუსტად ამას აკეთებს ამერიკის საელჩო, მათ შორის უკვე იუმორის დონეში გადასული ე.წ. ქარდების სერიით, რომელიც ამავე დროს იყო დეზინფორმაციული და ტყუილი.

რამდენი ქარდიც გამოქვეყნდა, თითოეული იყო დეზინფორმაცია და მანიპულაცია. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, მათ შორის მეც არაერთხელ მქონია სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან თუ დონორებთან საუბარი, რომ იყვნენ ფხიზლად, რათა არ დააფინანსონ დეზინფორმაცია, ვგულისხმობ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას.

სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩო ამ ქარდებით თავად გახდა დეზინფორმაციის გამავრცელებელი. თუ არ ვცდები, სამი ქარდი იყო, სამივე ქარდი დეზინფორმაციული ან მანიპულაციური ხასიათის, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ერთადერთი, ვინც ზურაბიშვილს და ამათ ყველას აკლია – ეს არის ბატონი ავლიპ ზურაბაშვილი
Next: მიეცით უფლება ქართველ ხალხს, რომ თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. არცერთი ქვეყანა არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყანაში, არც შიგნით, არც გარეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.