Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლგბტ პროპაგანდა ჩვენს საზოგადოებაში არ უნდა აღწევდეს და ამის მცდელობა რასაკვირველია, იყო

მარშალ პრესი 06/10/2024
volski

[ლგბტ] პროპაგანდა ჩვენს საზოგადოებაში არ უნდა აღწევდეს. ამის მცდელობა რასაკვირველია, იყო, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტს, რომელშიც მან შეშფოთება გამოთქვა „ოჯახური ღირებულებებისა და არა სრულწლოვანთა დაცვის“ კანონის გამო.

„ყველა ადამიანის უფლება უნდა დაიცვას, პროპაგანდა სხვაა და ადამიანებისადმი მიმართული გარკვეული აქციები თუ კანონები – სხვა. პროპაგანდაზეა ლაპარაკი, რაც ჩვენს საზოგადოებაში არ უნდა აღწევდეს. ამის მცდელობა რასაკვირველია, იყო. ეს მარტო ცალმხრივი თემა არ არის, რომელიც მარტო თითქოს, საქართველოშია აქტუალური. რასაკვირველია, თვითმყოფადობა არის ერთ-ერთი საგანგებო ბოძი, რომელზეც დგას საქართველო და საქართველო დღემდე მოიტანა სწორედ ამ თვითმყოფადობის შენარჩუნებამ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ჯიმ ო’ ბრაიენი შეშფოთებას გამოთქვამს „ოჯახური ღირებულებებისა და არა სრულწლოვანთა დაცვის“ კანონის გამო და აცხადებს, რომ ამერიკა ყოველთვის ხმას აიმაღლებს ადამიანის უფლებების დასაცავად.

Post navigation

Previous: პარლამენტში ჩემი ყოფნით, თითოეული ზუგდიდელი იქნება პარლამენტის წევრი, მე გავახმოვანებ თითოეული მათგანის სათქმელს – დავით კოდუა
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ,,თბილისობას” დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.